fbpx
საბერძნეთი

ტემპის ტრაგედია: საბერძნეთის ატირებული მინისტრები სხდომაზე და აზრთა სხვადასხვაობა

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს მინისტრების ბოლოს გამართული სხდომიდან, რომლებმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც ფოტოებში ჩანს, მინისტრები ცრემლს ვერ იკავებენ ტემპის ტრაგედიაზე საუბრისას, მაგრამ რამდენად გულწრფელია მათი ცრემლები?!

ვხედავთ ადონის გეორგიადის, რომელიც ტირის – ეს იგივე გეორგიადია, რომელიც ზუსტად ორი დღის წინ ამბობდა: “როდესაც ტრანსპორტის მინისტრი ხარ, პარლამენტში არ მიდიხარ და არ ამბობ, რომ მატარებლებზე პრობლემა გვაქვს, რადგან შემდეგ არცერთი ადამიანი არ შევა იქ.”

ფაქტობრივად, გეორგიადი ცხადად ამბობს, რომ ამდენი ხნის მანძილზე ხალხს ატყუებდნენ და ახლა დადგა მომენტი, როდესაც მათ ამ პრობლემების აღიარება ტრაგედიამ აიძულათ.

მეორეს მხრივ, ატირებულია საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდიაც, ასევე, მაკის ვორიდი და ა.შ.

 

 

როგორც უკვე ცნობილია, კირიაკოს მიცოტაკიმ საჯაროდ მოიხადა ბოდიში, აღიარა მთავრობის წილი დანაშაული და დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გატარდეს შესაბამისი ზომები და ცვლილებები, პრობლემების გამოსასწორებლად.

დაწყებულია ტრანსპორტის უსაფრთხოების შემოწმება, ასევე, გამწესდება ორი დისპეჩერი ყველა სადგურში და კომპენსაციას მიიღებენ დაზარალებულთა ოჯახები.

onalem

ტესტ