fbpx
საბერძნეთი

როგორ იმუშავებს ათენის საჯარო ტრანსპორტი მიმდინარე დღეებში – რეისები იშვიათად განხორციელდება

აღდგომის მოახლოვებასთან ერთად ათენის საჯარო ტრანსპორტი მუშაობის გრაფიკს ცვლის და ისინი მიმდინარე დღეებში შედარებით იშვიათად იმოძრავებენ, ვიდრე ჩვეულებრივ.

ხვალ, 14 აპრილს, წითელ პარასკევს ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ შაბათი დღის განრიგით, გამოივლიან 15-20 წუთში ერთხელ, ასევე შაბათსაც იგივე გრაფიკით იმოძრავებენ, თუმცა, 23:00 საათზე შეწყვეტენ მუშაობას.

კვირას, 16 აპრილს, ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ უქმე დღეების განრიგით, გამოივლიან 30-45 წუთში ერთხელ. იგივე გრაფიკი ექნებათ ორშაბათს, 17 აპრილსაც, ხოლო 18 აპრილს, კვლავ შაბათის განრიგით იმუშავებენ, გამოივლიან 15-20 წუთში ერთხელ.

რაც შეეხება მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებსა და 1-ელ ხაზს იგივე ილეკტრიკო/ტრენო:

1-ლი ხაზი – პირეა-კიფისია და პირიქით, ბოლო რეისს დიდ შაბათს განახორციელებს 22:20 საათზე.
მე-2 ხაზი – ანთუპოლიდან ბოლო რეისს განახორციელებს 22:44 საათზე, ხოლო ელინიკოდან 22:41 საათზე.
მე-3 ხაზი – დუკისის პლაკენტიიდან განახორციელებს 22:42 საათზე, ხოლო დიმოტიკო თეატროდან 22:39 საათზე.

სინდაღმის სადგურიდან ყველა მიმართულებით ბოლო მატარებელი გავა 23:00 საათზე.

 

onalem

ტესტ