fbpx
საზოგადოება

რომელი მაღაზიებია ღია დღეს საბერძნეთში – მუშაობენ თუ არა სუპერმარკეტები?!

დღეს, 20 დეკემბერს, საბერძნეთში სუპერმარკეტები ღიაა და ზოგი მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, ხოლო ზოგი დილის 11:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე.

ამასთანავე, ღიაა მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ Click Away-ს მეთოდით და მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ დანიშნონ ვიზიტი, სასურველი პროდუქტის წამოსაღებად.

როგორც მაღაზიების, ასევე, სუპერმარკეტების სტუმრობისას, ვაგზავნით SMS-ს ციფრით 2 ნომერზე 13033.

დღეს, მუშაობს სალონების უმეტესობაც, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის სავალდებულო და დამოკიდებულია ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე. სილამაზის სალონის სტუმრობისასაც ვაგზავნით ციფრს 2.

 

onalem

ტესტ