fbpx
სხვადასხვა

ნახეთ “სამეფო” სახლი კოლონაკში, რომელიც 3.3 მილიონი ევრო ღირს

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ კოლონაკი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია ატიკაში და მუდმივ საცხოვრებელში ინვესტიციის ჩადება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზოგიერთი ბინის ფასი ნამდვილად ასტრონომიულია და წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ სახლს.

Sotheby’s უძრავი ქონების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულია ბინა, რომელიც ნამდვილ სასახლეს ჰგავს და მისი ღირებულება, არც მეტი არც ნაკლები, 3.3 მილიონი ევროა.

რა აქვს ამ სახლს ასეთი?! საუკეთესო ხედი ქალაქში, გაჰყურებს აკროპოლსა და ლიკავიტოს ერთდროულად, აქვს 250 კვადრატული მეტრი აივანი, თავად ბინა კი 400 კვადრატული მეტრია.

მე-6 სართულზე მდებარე სასახლეს აქვს ოთხი დიდი საძინებელი, სამი აბაზანა, ბიბლიოთეკა, დიდი მისაღები ოთახი და გადაწყვეტილია კლასიკურ, სამეფო სტილში.

ინტერიერზე ბევრს არ ვისაუბრებთ, შეგიძლიათ ფოტოებით დატკბეთ:

 

onalem

ტესტ