fbpx
საზოგადოება

ბერძნებს ქვეყანაში ემიგრანტები არ უნდათ, მაგრამ ლტოლვილებს მხარს უჭერენ

გამოკითხული ბერძნების 64% ნეგატიურად უყურებს ქვეყანაში იმიგრანტების გაზრდილ რაოდენობას და ამ ფაქტს აფასებს, როგორც მხოლოდ პრობლემების მომტანს საბერძნეთისთვის. ამავე დროს, ისინი მხარს უჭერენ ლტოლვილებს, რომლებიც ომს გამოურბიან და სასტიკად ეწინააღმდეგებიან მათი უკან გაბრუნების პრაქტიკას.

CIAK Μigraction-ის მიერ კვლევები ჩატარდა საბერძნეთში, იტალიაში, ავსტრიასა და უნგრეთში. ამ ოთხი ქვეყნიდან თითოეულში გამოიკითხა 1.000 რესპოდენტი, 18-დან 70 წლამდე, მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

კვლევამ აჩვენა, რომ ბერძნები იშვიათად აფიქსირებენ პოზიტიურ დამოკიდებულებას იმიგრაციასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა მხოლოდ 6% აცხადებს, რომ ისინი კარგად არიან განწყობილები იმიგრანტების მიმართ, 29% მიიჩნევს, რომ ამას არ აქვს გავლენა ქვეყანაზე, ხოლო გამოკითხულთა უდიდესი რაოდენობა, 64% ხაზგასმით ამბობს, რომ იმიგრანტებს ძლიერი ნეგატიური გავლენა აქვს ქვეყნის მდგომარეობაზე.

აღსანიშნავია, რომ ბერძნები ამ კუთხით ყველაზე მკაცრები აღმოჩნდნენ, გამოკითხული იტალიელების 57% აფიქსირებს ნეგატიურ დამოკიდებულებას, უნგრელების 56%, ხოლო ავსტრიელების 49%.

ამის პარალელურად, ბერძნების 70% მიიჩნევს, რომ იმიგრანტთა ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს პატივი უნდა სცენ, მაგრამ მხოლოდ 13% მიიჩნევს, იმიგრანტებს დადებითი გავლენა აქვთ ქვეყანაზე.

onalem

ტესტ