fbpx
საბერძნეთი

მასობრივი მოწამვლა კომოტინში: 200 ადამიანი სალმონელათი საავადმყოფოში მოხვდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კომოტინში მასობრივი მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. ჯანდაცვის ორგანოები საგანგებო რეჟიმში ამუშავდნენ, ვინაიდან 200 ადამიანი მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მათ ჯერ კომოტინის საავადმყოფოს მიმართეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შემდეგ ქსანთიში გადაიყვანეს, ვინაიდან პაციენტთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო და ადგილზე ვერ გაუმკლავდებოდნენ. მათ აღენიშნებოდათ ღებინება, მუცლის ტკივილი და საჭირო იყო სალმონელას შესაბამისი ანტიდოტების შეყვანა. მოწამლულთა უმეტესობა ბავშვია.

არსებული ცნობებით, მათი ინტოქსიკაცია მუსლიმი ბავშვების ჯგუფურ სადილზე მოხდა, სადაც ქათამი მიირთვეს. თითოეული მოწამლული ადამიანი თავს კარგად გრძნობს და დამატებითი მკურნალობა არ სჭირდებათ.

 

onalem

ტესტ