fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ავადმყოფი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში არ გადაჰყავთ, რადგან 360 კგ-ს იწონის

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კომიტინში მოხდა, სადაც სასწრაფო დახმარების ცენტრი უარს აცხადებს მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანაზე, მისი ჭარბი წონის გამო. საუბარია 58 წლის მამაკაცზე, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროება. როდესაც აღნიშნული თხოვნით რეკავს, პასუხობენ, რომ მისი ჭარბი წონის გამო შეუძლებელია, რომ EKAB-ის მანქანით გადაიყვანონ.

ირკვევა, რომ 58 წლის მამაკაცი 360 კგ-ს იწონის, ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და სწორედ ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც უვლის, ვინაიდან ჯანდაცვის სისტემამ ზურგი შეაქცია. ადგილობრივების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჩივიან, რომ არცერთი უწყებიდან საწოლს მიჯაჭვულ მამაკაცს ყურადღებას არ აქცევენ, შესაბამისად, აინტერესებთ, რა ხდება ასეთ შემთხვევებში, ვის უნდა მიმართონ და ვის აქვს ვალდებულება, დაეხმაროს ადამიანს, რომელიც ფიზიკურად ვერ გადაადგილდება.

“ეს ადამიანი იტანჯება. მართალია, ექიმს პერიოდულად უგზავნიან, სისხლს უღებენ და სინჯავენ, მაგრამ სახლის პირობებში შეუძლებელია, რომ გაეწიოს დახმარება, რომელიც რეალურად სჭირდება. ვინაიდან უკვე სერიოზული ტკივილები აწუხებს, აუცილებელია დამატებითი სამედიცინო ჩარევა, მაგრამ მისი ჰოსპიტალიზაციისთვისაც კი არავინ მოდის,” აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადვოკატი, ანდრეას ბარდაკისი.

onalem

ტესტ