fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: წვიმიანი მაისი და სინოპტიკოსების გაფრთხილება

საბერძნეთში მზიანი და თითქმის საზაფხულო ამინდი ციკლონის ზემოქმედების გამო შეიცვლება.

ის სწრაფად გავრცელდება მთელს საბერძნეთში და საღამოს ყველა რეგიონში იწვიმებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელია უხვი ნალექი, ქარიშხალი და სეტყვა.

მაშველები აფრთხილებენ მოსახლეობას, დატოვონ მდინარეების მიმდებარე ტერიტორიები, ვინაიდან ასეთი ტერიტორიები შესაძლოა დაიტბოროს.

ღამით, ქვეყნის ჩრდილოეთიდან დაწყებული ქარიშხალი ნელნელა დასუსტდება და სამშაბათს სრულიად ჩაცხრება. წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ კრეტაზე.

onalem

ტესტ