fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ელექტრონული ბილეთი უკვე 1000-ზე მეტ კიოსკსა და მარკეტში

OASΑ-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, ათენში, იმ ადგილების რაოდენობა, სადაც ელექტრონული ბილეთი იქნება ხელმისაწვდომი სულ უფრო და უფრო იზრდება. როგორც ცნობილია, მოსახლეობას ელექტრონული ბილეთის შეძენა უკვე 1,005 კიოსკში, სუპერმარკეტსა და სხვადასხვა მაღაზიაში შეუძლია.

აღნიშნულ ადგილებში ასევე შესაძლებელია შეიძინოთ პაკეტი 10+1, რომელიც გულისხმობს, რომ 10 ბილეთის შეძენისას 1 ბილეთს უფასოდ მიიღებთ. ამასთანავე პაკეტი, რომელშიც 5 ბილეთია მოთავსებული.

10+1 პაკეტის ღირებულებაა 13,50 ევრო.

5 ბილეთიანი პაკეტის ღირებულებაა 6, 50 ევრო.

გარდა ამისა, მათთვის ვისთვისაც განკუთვნილია ნახევარ ფასიანი ბილეთი (პენსიონერები, სტუდენტები და ა.შ.) პაკეტი 10+1 შეუძლია შეიძინოს 6 ევროდ, ხოლო 5 ბილეთიანი პაკეტი 3 ევროდ.

ამ დროისთვის გასაყიდად გაცემულია 230, 000 პაკეტი, ხოლო 1, 500, 000 ინდივიდუალური ელექტრონული ბილეთი.

იგეგმება ბილეთების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოვება.

onalem

ტესტ