fbpx
კრიმინალი

15 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 5 მოზარდი ციხეში გადაიყვანეს – ადვოკატმა ვიდეოს მეორედ ნახვა შინაარსის სიმძიმის გამო ვერ შეძლო

ილიონის ტერიტორიაზე 15 წლის ბიჭის გაუპატიურების ამბავმა ბერძნული საზოგადოება შეძრა. როგორც მედია იუწყება, აღნიშნულ საქმეზე დააკავეს სულ 6 მოზარდი, მაგრამ აქედან 5 გადაიყვანეს ციხეში, მე-6 გათავისუფლებულია პირობებით, ვინაიდან არ აქვს შესრულებული 15 წელი.

მედიასთან საუბრობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ემანუილ დიამანტარასი, რომელიც აცხადებს, რომ შეძრულია ნანახი კადრებით და არსებობდა საჭიროება, რომ გაუპატიურების ამსახველი ვიდეო კიდევ ენახა, გარკვეული დეტალებისთვის, მაგრამ შინაარსის სიმძიმის გამო ვერ შეძლო მეორედ ყურება.

“არ შემეძლო ვიდეო მეორედ მენახა. ეს არის ყველაზე ავადმყოფური შინაარსის ვიდეო, რაც კი მინახავს. ეს არის უპრეცენდენტოდ ავადმყოფური…”

ადვოკატი დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ მონაწილეობდა უშუალოდ ძალადობის პროცესში, მაგრამ იქ იმყოფებოდა და უყურებდა ამ ყველაფერს. რაც შეეხება თავად ბრალდებულებს, როგორც ჩანს, აღიარებენ სექსუალურ აქტს, მაგრამ უარყოფენ, რომ ეს ძალადობრივად მოხდა.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, რათა გაირკვეს, იყო თუარა მოზარდების მიერ გადაღებული ვიდეოები გადაგზავნილი პორნოგრაფიული საიტებისთვის.

onalem

ტესტ