fbpx
საზოგადოება

“ჩემი მეუღლე ურთულეს ადამიანთან მოხვდა, 23 წლის ასაკიდან ერთად ვართ და დღეს უკვე 53 წლის ვარ” – იანის პლუტარხოს

ცნობილმა მომღერალმა, იანის პლუტარხომ საკუთარ მეუღლეზე, მარიაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, ვინაიდან საკუთარ თავს საკმაოდ რთული ხასიათის ადამიანად თვლის.

“რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, ჩემს მეუღლესთან ერთად გავაკეთე, საკმაოდ არახელსაყრელ პირობებში. ყველა ურთიერთობა ძალისხმევის შენდება. გადის სხვადასხვა ეტაპებს, ისევე როგორც ჩვენი და არსებობს კრიზისები, მაგრამ მჯერა, რომ საბოლოოდ, გამარჯვებულები გამოვალთ. 23 წლიდან ჩემს მეუღლესთან ერთად ვარ და დღეს უკვე 53 წლის ვარ.

მინდა მადლობა გადავუხადო, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ჩემთან ერთად არის, რადგან ნამდვილად არ ვარ მარტივი ადამიანი. მარია ყოველთვის ცდილობდა, კამერების მიღმა შეენარჩუნებინა ის, რასაც ერთად ვაშენებდით. მას ბევრი ქარიზმა აქვს. რაც უფრო იზრდება, მით უფრო ბრძენი ხდება, უჭკვიანესი ადამიანია. ის ძალიან რთულ ადამიანთან მოხვდა, მაგრამ მშვენივრად უმკლავდება ამ ყველაფერს. მადლობას ვუხდი!!!” – ამბობს პლუტარხო.

onalem

ტესტ