fbpx
საბერძნეთი

ერთჯერადი დახმარება, 250 ევროს ოდენობით, უმუშევრებს საბერძნეთში – პლატფორმა განაცხადისთვის კვლავ ღიაა

გადაუდებელი ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადის შევსებისთვის საბერძნეთში პლატფორმა კვლავ ღიაა. 250 ევროს მიიღებენ ბენეფიციარები, რომლებიც დაფიქსირებულნი არიან OAED-ში 12-დან 24 თვის მანძილზე, როგორც უმუშევრები, ანუ საუბარია გრძელი ვადით უმუშევარ პირებზე.

პირველი კრიტერიუმი, რომელსაც ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ, არის: დაფიქსირებულნი იყვნენ ΟΑΕΔ-ში უმუშევრებად მინიმუმ 12 თვის მანძილზე.

ასევე, ისინი არ უნდა იღებდნენ სხვა სახის დახმარებას.

განაცხადი ივსება Taxisnet-ის სისტემის საშუალებით და აუცილებელია საბანკო ანგარიშის მითითება, რომელზეც თანხას მიიღებთ.

ინფორმაციისთვის, აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს 250 ევროს მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ბუღალტერს, თუკი ფიქსირდებით მინიმუმ 12 თვის მანძილზე, როგორც უმუშევარი.

onalem

ტესტ