fbpx
საბერძნეთი

შემოწმება ათენის მაღაზიებსა და ბაზრებში – სურსათის კონტროლის სააგენტომ 5 ტონაზე მეტი ხორცი გაყიდვიდან ამოიღო

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტომ ჩაატარა შემოწმება ათენის მაღაზიებსა და ბაზრებში, სადაც ორიენტირება ძირითადად ხორცის ვარგისიანობაზე გაკეთდა.

როგორც ირკვევა, შემოწმება განხორციელდა 11-დან 22 დეკემბრის ჩათვლით როგორც საცალო მაღაზიებში, ასევე, ქუჩის ბაზრებში, მცენარეული და ცხოველური პროდუქციის მაღაზიებში და ა.შ. საერთო ჯამში მოხმარებისთვის უვარგისად ჩაითვალა 5 ტონაზე მეტი ხორცი, რაც შემაშფოთებელი მაჩვენებელია. ამ რაოდენობის ხორცი გაყიდვიდან სურსათის კონტროლის სააგენტოს ბრძანების შესაბამისად ამოიღეს.

ატიკის გუბერნატორმა, გიორგოს პატულიმ გასცა ბრძანება, რომ გაიზარდოს აღნიშნულ დაწესებულებებში კონტროლი, რათა დაცული იყოს მომხმარებლის უფლებები, არ შეიძლება გაყიდვაში იყოს პროდუქცია, რომელიც საშიშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

onalem

ტესტ