fbpx
საბერძნეთი

როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – “მეგახანძარი”, რომელთან გამკლავებაც არ ხდება ტრადიციული საშუალებებით

კუნძულ როდოზე უკვე მე-9 დღეა, რაც გამანადგურებელი ხანძრები მძვინავრებს, რის გამოც კუნძულზე ოფიციალურად საგანგებო და უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობა გამოცხადდა. საუბარია “მეგახანძრებზე” – ეს არის ახალი ტიპის ტყის ხანძარი, რომელიც მძვინვარებს გაცილებით უფრო დიდი ინტენსივობით და მისი ჩაქრობა ტრადიციული საშუალებებით მარტივად არ ხდება.

უკიდურესად დაბალი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა ის პირობებია, რომლებიც ქართან ერთად განსაკუთრებით ხელსაყრელია ხანძრის გავრცელებისთვის და კიდევ ერთი უტყუარი მაგალითია იმისა, რომ კლიმატური კრიზისის წინაშე ვდგავართ და აღნიშნული სახის ტყის ხანძრების საპასუხო იარაღი, არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც არ აქვთ.

ხმელთაშუა ზღვასა და ევროპის ქვეყნებს მომდევნო წლებში მუდმივად მოუწევთ “მეგახანძრებთან” ბრძოლა, გაეროს შეფასებით კი, 2030 წლამდე ტყის ხანძრები 30%-ით გაიზრდება. ეს რისკები ხმელთაშუა ზღვაში კიდევ უფრო დიდია, რადგან დათბობა საშუალო გლობალურ მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებში გაიზარდოს ცნობიერება ყველაფერ ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით და გააცნობიერონ რისკებიც, ვინაიდან ევროკომისიის ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ტყის ხანძრების 96% დაკავშირებული იყო სწორედ ადამიანის აქტივობასთან.

onalem

ტესტ