fbpx
საბერძნეთი

ექსკლუზივი: ძლიერი ხანძარი თესალონიკში მდებარე ბინაში – დაღუპულია 16 წლის ბიჭი

ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ თესალონიკში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზდა სახანძრო სამსახური და არსებული ცნობებით, საფრთხეში იყო ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ბინაში ცხოვრობდნენ.

წინასწარი ცნობებით, უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს 16 წლის ბიჭი, რომლის გარდაცვალებაც მალევე დადასტურდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზები ამ დრომდე უცნობია, გამოძიებას სახანძრო სამსახური აწარმოებს.

ბინის სხვა მაცხოვრებლებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რადგან აღენიშნებოდათ სუნთქვის პრობლემები, ხანძარი კი კონტროლის არეშია მოქცეული.

onalem

ტესტ