fbpx
საბერძნეთი

“წერენ, რომ ვაქცინა ძალით გამაკეთებინეს, რომ მოვკვდე და კუნძული თურქებმა მიისაკუთრონ” – კინაროს ერთადერთი მკვიდრი აიცრა

საზოგადოება უკვე იცნობს ქალბატონ რინიოს, რომელიც კუნძულ კინაროს ერთადერთი მოსახლეა. მიუხედავად იზოლირებული ცხოვრებისა, ის კორონავირუსით მაინც დაინფიცირდა და გადაიტანა კიდეც, ხოლო სულ მცირე ხნის წინ ვაქცინაც გაიკეთა, რადგან სურდა, შიშისგან გათავისუფლებულიყო.

ქ-ნ რინიო დამწუხრებულია იმ ყველაფრით, რაც მისი ვაქცინაციის შესახებ იწერებოდა და ამ ყველაფერზე მედიასთან საუბრობს:

“აცრის შემდეგ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ყველას ვურჩევ, მიჰყვნენ ამ გზას და ვაქცინა გაიკეთონ. სირცხვილია მისი უარყოფა. თუ არ გინდა, რომ აიცრა, გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ ნურაფერს ნურავისთან, შეინახე შენთვის, რომ სხვისი ცოდვა არ დაიდო. ინტერნეტში წერენ, რომ ვაქცინის გაკეთება მაიძულეს, რომ მოვკვდე და კუნძული თურქებმა მიისაკუთრონ. სულ არ რცხვენიათ, როგორ შეიძლება მსგავსი რამის თქმა?!

კორონავირუსი გადავიტანე და 6 თვის შემდეგ, როგორც ექსპერტთა რეკომენდაცია გვეუბნება, აცრა გავიკეთე. ჩემი ოჯახის წევრებისგან დავინფიცირდი, რომლებიც ჩემთან სტუმრად იყვნენ მოსულები. მალევე მივხვდი, რომ დაღლილობას ვგრძნობდი და თავი მტკიოდა. 

პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, ვინც ახლა კორონავირუსს ეწირება, თითქმის ყველა აუცრელია,” ამბობს კინაროს ერთადერთი მკვიდრი.

onalem

ტესტ