fbpx
საბერძნეთი

მოხუცთა მოსავლელი ცენტრის სკანდალური საქმე: “მათ საწოლებზე აბამდნენ და წამლებს ასმევდნენ”

ბერძნული მედია შოკისმომგვრელ ჩვენებებს ავრცელებს, რომლებიც უკავშირდება მოხუცთა მოსავლელ ცენტრში არსებულ მდგომარეობას. საუბარია ხანიის მოხუცთა ცენტრზე, სადაც 1 წლის მანძილზე 68 ადამიანი გარდაიცვალა და სიკვდილის მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე ეწერა, დამატებითი განმარტებების გარეშე.

საქმეზე სერიოზული გამოძიება დაიწყო, რადგან სავარაუდოდ, პოლიციას საქმე განზრახ მკვლელობასთან აქვს. ერთ-ერთი მოხუცის ვაჟი მედიასთან საუბრისას შოკისმომგვრელ განცხადებებს აკეთებს:

“დედაჩემის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ საწოლიდან იყო გადმოვარდნილი და თავი ჰქონდა დარტყმული. თავის არეში დიდი ზომის ჭრილობა ჰქონდა და არსად წაიყვანეს, არ მიაქციეს ყურადღება, ოთახში დატოვეს და სიკვდილისთვის გაიმეტეს. შემდეგ ისიც გავიგე, რომ საშარდე გზების ინფექცია ჰქონდა,” ამბობს მამაკაცი.

ტელეკომპანია Mega-ს საშუალებით ცნობილი გახდა კიდევ ერთი ქალბატონის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მისი დედა მხოლოდ 61 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა და სიკვდილის მიზეზი გახდა აღნიშნულ ცენტრში პერსონალის მხრიდან სასტიკი მოპყრობა გახდა.

მისი თქმით, ქალი მოსავლელ ცენტრში 8 თვის მანძილზე ცხოვრობდა: “2020 წლის ოქტომბერში დედაჩემი ამ დაწესებულებაში მივიყვანე, მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და არა პათოლოგიური. სამ დღეში მკურნალობა შეუცვალეს და აძლევდნენ ძალიან ძლიერ წამლებს. მუდმივად დავდიოდი მის სანახავად და ვერცერთხელ ვერ მცნობდა. დაახლოებით 1 თვის წინ გადაიყვანეს სარდაფში, სადაც 20-მდე მოხუცი ჰყავდათ საწოლებზე მიბმული. ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. შემდეგ კოვიდის გამო რამდენიმე თვე აღარ მაძლევდნენ შესვლის უფლებას.

2020 წლის ივნისში დამირეკეს და მითხრეს, რომ დედაჩემი გულის შეტევით გარდაიცვალა.”

ირკვევა, რომ მოხუცებს საჭმელსაც კი არ აჭმევდნენ ნორმალურად.

onalem

ტესტ