fbpx
საბერძნეთი

რომელ საათზე უნდა დავტოვოთ კაფეები და ტავერნები? დავჯარიმდებით თუ არა 3 მაისიდან 300 ევროთი?!

3 მაისიდან კაფეებისა და ტავერნების გახსნა საზოგადოების ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. საბოლოოდ, შესაძლებელი იქნება ფინჯანი ყავის დალევა გარეთ და დასრულდება ქუჩის წვეულებები, რომლებიც ბოლო დროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რომელ საათამდე იმუშავებენ კაფეები, როდის უნდა დავტოვოთ იქაურობა და იმოქმედებს თუ არა 300 ევროიანი ჯარიმები. ყველა ამ საკითხზე ადონის გეორგიადისმა მედიასთან ისაუბრა:

“ჩვენი მთავარი იარაღი ახლა არის ვაქცინაცია. თუკი ჩვენს თანამოქალაქეებს დავარწმუნებთ, რომ ვაქცინა გაიკეთონ, ის საკითხები, რასაც ახლა განვიხილავთ, აღარ იქნება მნიშვნელოვანი. როგორც კი იმუნიტეტის კედელს ავაშენებთ, შევძლებთ გავიხსნათ ისე, როგორც ისრაელი გაიხსნა. ვაქცინაციის შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო იმ რიტმში ცხოვრება, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. 

ოდესაც კაფეები და ტავერნები გაიხსნება, აღარ იქნება საუბარი ჯარიმებზე, ვინაიდან მოიხსნება SMS-ით გადაადგილება. მათ მუშაობის უფლება ექნებათ 23:00 საათამდე და თუკი ვინმე ამ დაწესებულებებს ზუსტად 23:00 საათზე დატოვებს, ცხადია, არ დაჯარიმდება. 

იმოქმედებს უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც მოქმედებდა გასულ წელს. თუკი პანდემია ვერ ვაკონტროლეთ, ჩვენი გეგმა აბსოლუტურად შეიძლება შეტრიალდეს. თუ ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არ წავიდა, ვირუსი ისევ აფეთქდება,” განაცხადა მინისტრმა.

onalem

ტესტ