fbpx
საზოგადოება

სუპერმარკეტებში შესვლა სხვადასხვა დროს, ასაკის მიხედვით და ორმაგი პირბადე – ათინა ლინუს წინადადება

პროფესორი ათინა ლინუ აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში, მეტი უსაფრთხოებისთვის, საჭიროა, რომ ყველა იმ ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა, ადამიანებმა ატარონ ორი პირბადე. საუბარია სამუშაო ადგილებზე, საჯარო ტრანსპორტსა და სუპერმარკეტებზე.

ამას გარდა, ლინუს უკვე ჰქონდა აღნიშნული, რომ უმჯობესი იქნება, თუ სუპერმარკეტები სამუშაო საათებს გაახანგრძლივებენ და გაიხსნებიან დილის 06:00 საათზე. მისი შემოთავაზებით, უმჯობესი იქნება, თუ მოსახლეობა სუპერმარკეტებში შევა სხვადასხვა დროს, მათი ასაკის შესაბამისად.

მაგალითად: დილის 08:30 საათამდე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ მოხუცების შესვლა, ხოლო შემდეგ უკვე უკვე ახალგაზრდების.

პროფესორი აცხადებს, რომ ეს საბერძნეთის მთავრობას გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა, რადგან მონაცემები აჩვენებს, რომ  სუპერმარკეტების თანამშრომლებში ვირუსის გავრცელება საკმაოდ ხშირია.

გარდა ამისა, ლინუ ამბობს, რომ უნდა მოხდეს მეტი მასწავლებლის დაქირავება, რათა გაკვეთილები ჩატარდეს საღამოსაც და გაიყოს კლასები.

რაც შეეხება პირბადეს, ლინუ მოსახლეობას მოუწოდებს ქირურგიული და ΚΝ95 ტიპის პირბადეების ტარებისკენ.

იხილეთ აღნიშნული პირბადე:

onalem

ტესტ