fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

არეულობა ომონიაზე: 35 წლის ემიგრანტი პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა

ომონიაზე ხალხი საპროტესტო აქციისთვის გროვდება. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია 35 წლის ემიგრანტ მამაკაცს უკავშირდება, რომელიც 8 თებერვალს სწორედ ომონიის პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. საქმე კი ბურუსით არის მოცული.

თავად პოლიციის ანგარიშში წერია, რომ 35 წლის ნიგერიელი მამაკაცი, ემბუკა, განყოფილებაში საბუთების გადასამოწმებლად მიიყვანეს, ვინაიდან ის უცხოელი იყო. შემდეგ კი, ფილტვების შეშუპებით, დაახლოებით 12:30 საათზე დაიღუპა.

თუმცა, ეჭვებს იწვევს მისი მეუღლის მონათხრობი, რომელიც ამბობს, რომ როცა ქმარი მოიკითხა, პოლიცია მის გარდაცვალებას საგულდაგულოდ მალავდა. ორი დღის მანძილზე ქალს სიმართლეს არ უმხელდნენ. ამ დროს მამაკაცი განყოფილებაში იყო, მას კი ეუბნებოდნენ, რომ ემბუკას გაუჩინარების შესახებ რომ განეცხადებინა, მინიმუმ 24 საათი უნდა გასულიყო.

ნიგერიული საზოგადოება ამ ამბის დეტალურ ახსნას ითხოვს:

“ჩვენი მიზანია, რომ ზუსტად გავარკვიოთ, თუ რა მოხდა და რა ვითარებაში გარდაიცვალა ემბუკა. ასევე, რატომ მალავდნენ მის სიკვდილს. ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. ნელ-ნელა ვცდილობთ ინფორმაციის შეგროვებას,” ამბობს მიხალის აფოლანიო, ნიგერიული საზოგადოების წევრი.

გარდაცვლილი მამაკაცის ცოლი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, საბერძნეთში სამუშაოდ არის ჩამოსული, თუმცა, 6 თვის ბავშვი ჰყავს და მუშაობა ფიზიკურად არ შეუძლია.

ისინი რაიმე სახის დახმარებას ითხოვენ ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისგან.

onalem

ტესტ