fbpx
კრიმინალი

ხალანდრი: 27 წლის მამაკაცმა საკუთარი 4 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ხალანდრში ოჯახური ტრაგედია დატრიალდა. 27 წლის მამაკაცმა საკუთარი 4 წლის შვილი კარაბინის ტიპის თოფით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა ბინაში, სადაც ბოლო 1 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელთანაც ის დაშორებული იყო, დიდხანს ურეკავდა, მაგრამ მის არცერთ ზარს არ უპასუხა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქალმა ბინაში მისვლა, სადაც საზარელი სურათი დახვდა. 4 წლის ბიჭი და მისი მამა გარდაცვლილები ეყარნენ.

ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რამ უბიძგა მამაკაცს სასტიკი ქმედებისკენ.

onalem

ტესტ