fbpx
განათლებაკულტურა

“4000” – ბრწყინვალე ქართული დოკუმენტური ფილმი ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ისტორიაზე

წარმოგიდგენთ ქართულ დოკუმენტურ ფილმს „4000“, რომელიც ეხება ქართულ-ბერძნულ ურთიერთობათა ათასწლეულებს, ამ ორი უძველესი ცივილიზაციის მქონე ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

ძნელია დავასახელოთ სხვა ორი ერი, რომლებსაც ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს, როგორიც ქართველებსა და ბერძნებს.

კოლხი მედეასა და არგონავტების ლაშქრობა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა მსოფლიოს მეცნიერებასა და მხატვრულ კულტურაში. ქართულ კულტურულ სივრცეში კი, სამეცნიეროსგან განსხვავებით, საკითხის მხატვრული დამუშავების სულ რამდენიმე პრეცენდენტია. რეჟისორ ნინო ყოლანდარიას ახალშექმნილმა დოკუმენტურმა ფილმმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად ამოავსოს ეს დანაკლისი.

ფილმში ნახავთ მითებს, ლეგენდებს, ისტორიულ ფაქტებს, არტეფაქტებს, კვლევებსა და მიგნებებს, რომელზეც ცნობილი მეცნიერები და ექსპერიმენტატორები საუბრობენ. ფილმის ნაწილია, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სასწავლო ექსპედიცია სახელწოდებით „მედეას ნაკვალევზე“, რომელიც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

დღეს, როცა ქართული სახელმწიფო ცდილობს თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს ევროპულ ოჯახში და წარსდგეს მსოფლიოს წინაშე, როგორც ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა, ბერძნულ-ქართული ურთიერთობებათა არაერთი საკითხის გააქტიურება ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რაც შეიძლება გაკეთდეს ისტორიულად ევროპელი, ტოლერანტი, კულტურული ქვეყნის იმიჯის დასამკვიდრებლად. ამ უძველეს ურთიერთობებზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი კი სამეცნიერო-პოპულარული ინფორმაციის გავრცელების კარგი მეთოდია.

onalem

ტესტ