fbpx
საბერძნეთი

როგორ ივაჭრებენ 6 ნოემბრიდან არავაქცინირებულები საბერძნეთში?! ნახეთ დეტალები

6 ნოემბრიდან საბერძნეთში მოსახლეობის აუცრელი ნაწილისთვის ყოველდღიურობა საკმაოდ რთულდება. ეს საბერძნეთის მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც ვაქცინაციის გააქტიურებას ემსახურება. ფაქტობრივად, ყველა დაწესებულებაში შესასვლელად (გარდა პირველადი საჭიროების ნივთების მაღაზიებისა), აუცილებელია ან ვაქცინირებული იყოთ, ან გქონდეთ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

ჩნდება კითხვა, როგორ იქნება შესაძლებელი ვაჭრობა და ეხება თუ არა რაიმე სახის შეზღუდვები სუპერმარკეტებს, მინიმარკეტებს და მსგავსი სახის მაღაზიებს.

უნდა განვმარტოთ, რომ სუპერმარკეტებში, მინიმარკეტებში, ხორცის მაღაზიებში, საცხობებში, აფთიაქებში და ზოგადად, სურსათის ნებისმიერ მაღაზიაში შესვლა იქნება სრულიად თავისუფალი, როგორც აცრილი, ასევე აუცრელი მოსახლეობისთვის.

ამას გარდა, სრულიად თავისუფალი იქნება შესვლა ეკლესიებში და არ შემოწმდება არც ვაქცინაციის სერთიფიკატი, არც ტესტის უარყოფითი პასუხი.

რაც შეეხება მაღაზიებს, რომელთაც აქვთ კომერციული დატვირთვა, ანუ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, სათამაშოების მაღაზიებში, ყველგან საჭირო იქნება სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, თუ არ ხართ აცრილი. რა თქმა უნდა, ამ სიაში შედიან დიდი სავაჭრო მოლებიც.

onalem

ტესტ