fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში საშობაოდ პოლიცია მუშაობას აძლიერებს – აქტიური კონტროლი წესრიგის დასაცავად

როგორც პოლიციის გენერალურმა დირექტორატმა გამოაცხადა, თესალონიკში პოლიცია შობა-ახალი წლის პერიოდის მანძილზე მუშაობას გააძლიერებს. გაკონტროლდება ვაჭრობის სექტორი, რათა ადგილი არ ჰქონდეს დარღვევებს და ასევე, კონტროლი განხორციელდება საგზაო მოძრაობის თვალსაზრისითაც.

ასევე, მოწესრიგდება გადაუდებელი დახმარების ზოლი, რათა სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილებაც გაადვილდეს.

ქალაქის მთავარ საავტომობილო ღერძებზე განლაგდებიან სპეციალური ეკიპაჟები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიჩქარის გადაჭარბება, მანქანის მართვა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ღვედისა და ჩაფხუტის უქონლობა და ა.შ.

ასევე, პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ატარონ თან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული, ასევე, სიფრთხილე გამოიჩინონ ტრანზაქციების განხორციელებისას.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ თუკი საშობაოდ სამოგზაუროდ მიდიხართ, დაცულ მდგომარეობაში დატოვოთ სახლი და მაინც და მაინც აშკარად ნუ გახდით, რომ ადგილზე არ იმყოფებით.

 

onalem

ტესტ