fbpx
საბერძნეთი

სუპერმარკეტ ΣΚΛΑΒΕΝΙΤΗΣ ხელმძღვანელობამ საკუთარ თანამშრომლებს 300 ევროიანი პრემია გადასცა

სუპერმარკეტ ΣΚΛΑΒΕΝΙΤΗΣ ხელმძღვანელობა გამოირჩევა საკუთარი თანამშრომლების შრომის დაფასებით და ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ კიდევ უფრო გაუზარდოს მოტივაცია ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიურად საკუთარი წვლილი შეაქვთ ბიზნესის წარმატებულ მუშაობაში.

როგორც ირკვევა, ხელმძღვანელობამ გასულ წელს თანამშრომლებს 150 ევროს ბონუსები გადასცა, მაგრამ წელს გადაწყვიტა, რომ თანხა გაეორმაგებინა და თითოეულ თანამშრომელს, განურჩევლად პოზიციისა, 300 ევროს პრემიები დაურიგა.

ჯამში სუპერმარკეტს აღნიშნული ბონუსების გაცემა დაუჯდა 9,4 მილიონი ევრო, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობამ 9 მილიონი ევრო გასცა საკუთარი თანამშრომლების დასაფასებლად.

ΣΚΛΑΒΕΝΙΤΗΣ გაყიდვები შარშან გაიზარდა 3,7 მილიარდ ევრომდე, შედარებით 2021 წელთან, როცა ეს მაჩვენებელი 3,3 მილიარდი ევრო იყო. როცა ბიზნესი წარმატებულია და იზრდება მისი ბრუნვა, ხელმძღვანელი ცდილობს, რომ საკუთარ თანამშრომლებსაც გაუზარდოს შემოსავალი და მისცეს მოტივაცია ხალისიანი მუშაობისთვის.

onalem

ტესტ