fbpx
კრიმინალი

“მანიაკალურად ეჭვიანობდა, ბავშვობაშიც კი ყველასი შურდა, ვისაც რაიმე მასზე მეტი ჰქონდა” – ტრაგედია კრეტაზე

კრეტაზე 54 წლის მამაკაცის მიერ საკუთარი ცოლის მკვლელობამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. დაღუპულია 33 წლის ქალი, რომელსაც 4 წლის შვილი დარჩა. როგორც გამოძიების საფუძველზე ირკვევა, დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა, მაგრამ მანამდე, თავისი შვილი სასეირნოდ ბოლოჯერ წაიყვანა.

მეზობლები და ოჯახის ახლობლები მამაკაცს ცუდად ახასიათებენ. ის გაცილებით უმცროს მეუღლეზე გამუდმებით, მანიაკალურად ეჭვიანობდა და გარდა ამისა, იგივე ხასიათს ავლენდა ბავშვობაშიც კი. ყოველთვის შურდა სხვა ბავშვების, რომელთაც რაღაც მასზე მეტი ჰქონდათ.

54 წლის მამაკაცს არც საკუთარ ოჯახთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით მამასთან.

წყვილი რამდენჯერმე დაშორდა კიდეც და გარდაცვლილი პატრასში, თავის ოჯახთან იმყოფებოდა ხოლმე, რადგან ქმრის მისდამი დამოკიდებულებას ვერ უძლებდა. საბოლოოდ კი, მამაკაცი მაინც ახერხებდა მის დარწმუნებას, სახლში, კრეტაზე, დაბრუნებულიყო.

33 წლის ქალს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.

onalem

ტესტ