fbpx
საბერძნეთი

ათენის დაწყებით სკოლაში მასწავლებელმა ბავშვებს ეროტიკულ-ჰომოსექსუალური შინაარსის ფილმი აჩვენა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მოხდა. მასწავლებელმა 10 წლის ბავშვებს აჩვენა ფილმი, რომელსაც ეროტიკული ხასიათი ჰქონდა და ეხებოდა ჰომოსექსუალ მოზარდ ბიჭებს.

ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთი მოსწავლე სახლში მძიმე ემოციურ მდგომარეობაში დაბრუნდა. ბავშვი თავს ცუდად გრძნობდა, შესაბამისად, მშობლები დაინტერესდნენ, რა იყო ამის მიზეზი. ბიჭმა ოჯახს უთხრა, რომ მასწავლებელმა აღნიშნული შინაარსის ფილმი აჩვენა, სახელად “ბიჭები აბაზანაში”. მშობლებმა ადვოკატი აიყვანეს და კანონის გზით მოქმედებას აპირებენ.

“როგორც გესმით, ამ ფაქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა შვილზე, ასევე, სხვა ბავშვებზე და მათ მშობლებზეც. საქმე იმაში არ არის, რომ აჩვენა ჰომოსექსუალობის შესახებ ფილმი, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვები არიან 10 წლის და ამ ყველაფრის ჩვენება მოხდა, წინასწარ ინფორმირების, ინტერდისციპლინური მომზადების გარეშე. ჩვენ უკვე ვაცნობეთ განათლების სამინისტროს მომხდარის შესახებ და ვცდილობთ გავარკვიოთ, იყო თუ არა ეს ფილმი თავად სამინისტროს მიერ დამტკიცებული და სასწავლო პროგრამაში ჩადებული. შემდეგი მოქმედებები სწორედ მათ პასუხზეა დამოკიდებული,” აცხადებს ადვოკატი, ხარალამბოს კაცივარდასი.

როგორც ირკვევა, მშობლები, რომელთაც საჩივარი შეიტანეს, თავადაც მასწავლებლები არიან.

onalem

ტესტ