fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციის მორიგი რეიდები ეგალეოში, მეღარასა და ელევსინაში – დაკავებულია სამი ადამიანი

საბერძნეთის პოლიციამ მორიგი ოპერაცია განახორციელა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით, რომელიც სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ოფიცრებმა დააკავეს სამი პირი, რომელთა ასაკიც 34, 56 და 65 წელია. პარალელურად, საქმე აღიძრა კიდევ 5 პირის წინააღმდეგ, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ იარაღის უკანონო შენახვა და ნარკოტიკების გასაღება.

სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 15.000€, ნარკოტიკული საშუალებები და ორი იარაღი.

როგორც ატიკის დეპარტამენტი იუწყება, აღნიშნული სახის ოპერაციები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

 

onalem

ტესტ