fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საკონსულო თესალონიკში ღია ღონისძიებებს აწყობს!

დამოუკიდებლბის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით თესალონიკში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, ეს იქნება ღია და საჯარო ღონისძიებები, რომლებზე დასწრებაც თითოეულ მსურველს შეეძლება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თესალონიკში შემდეგი ღონისძიებებით იქნება აღნიშნული:

10.00 სთ-დან სანაპიროზე, ალექსანდრე მაკედონელის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიხსნება ქართული სტენდი, სადაც დიასპორის წარმომადგენლები გამოფენენ თავიანთ ნამუშევრებს;

თესალონიკში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლები წარმოადგენენ სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ნომრებს;

21.00 სთ-ზე ეროვნული ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშის ფერებში განათდება თესალონიკის მერია, რის შემდეგაც მერიის ღია ამფითეატრში გაიმართება ანსამბლ „Q VIOLINS“-ის და „MARIANNA G“-ს კონცერტი.

საქართველოს გენერალური საკონსულო თესალონიკში ეპატიჟება ყველას!

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! დღე, რომელიც თითოეულ ქართველს გვეკუთვნის!

 

 

 

onalem

ტესტ