fbpx
კრიმინალი

ორმაგი მკვლელობა კვიპროსზე: “პოლიციას რაღაცის დამალვა სურს” – კორონერი

“ნელნელა ვრწუნდები და მჯერა, რომ პოლიცია რაღაცას მალავს. სხვა ახსნა არ არსებობს. რატომ ჩაკეტეს დანაშაულის ადგილი 6 დღის მანძილზე?!,” აცხადებს ექსპერტ-გამომძიებელი მარიოს მაცაკი.

მაცაკი კვიპროსზე მოკლული წყვილის ოჯახის წარმომადგენელია. მისი თქმით, პოლიციას რაღაცის დამალვა სურს, რადგან გამომძიებლებს ნება არ დართეს შემთხვევის ადგილი შეესწავლათ.

მან კვიპროსის საინფორმაციო სააგენტოსთან ისაუბრა, რომ როგორც პოლიციამ მათ უთხრა, შემთხვევის ადგილზე შესვლის უფლებას ვერ მისცემდნენ, რადგან ასეთი იყო პროკურორის ბრძანება.

“შემთხვევის ადგილის შესწავლა ხშირად უფრო მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემია, ვიდრე თავად ცხედრების აუტოფსია. შემთხვევის ადგილი 6 დღის მანძილზე დაკეტილია. ვინ წყვეტს ამას? პროკურორები? პროკურორები ხომ ღმერთები არ არიან? ისინიც უნდა აკონტროლოს ვინმემ. ”

მაცაკი ამბობს, რომ ის თავად შეისწავლის ადგილს, როგორც კი პოლიცია იქაურობას გახსნის.

“მე თავად გავაკეთებ ამას, მხოლოდ მოგვიანებით.”

კორონერი დარწმუნებულია, რომ პოლიცია რაღაცას მალავს, რასაც წყვილის მკვლელობის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

onalem

ტესტ