fbpx
საბერძნეთი

დეფიციტი და ფასების ზრდა ძირითად პროდუქტებზე – რას ფიქრობენ ბერძნები უკრაინის ომის გავლენებზე?!

სამომხმარებლო საქონლის კვლევითმა ინსტიტუტმა (ΙΕΛΚΑ) ჩაატარა კვლევა 2022 წლის 5-10 აპრილის ინტერვალში და გამოიკითხა დაახლოებით 1.000 ბერძენი. მთავარი თემა იყო უკრაინის ომის გავლენები, ძირითად პროდუქტებთან მიმართებაში და მათი მოლოდინები ფასებთან დაკავშირებით.

კერძოდ, გამოკითხულ მომხმარებელთა 87%-ს მიაჩნია, რომ უკრაინის ომის გამო გარკვეულ პროდუქტებზე ფასების მომატების დიდი შანსი არსებობს, ხოლო 72% ფიქრობს, რომ პროდუქტები საერთოდ დეფიციტში აღმოჩნდება.

გამოკითხულ ბერძენთა 85% მიიჩნევს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს ელ. ენერგიისა და სატრანსპორტო ხარჯების გაზრდაზე.

46% ფიქრობს, რომ საბერძნეთში არსებული სუპერმარკეტთა ქსელები ზრუნავენ, რომ პროდუქტები დეფიციტში არ აღმოჩნდნენ, ხოლო ამ მოსაზრებას არ იზიარებს 13%. 67% ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის ხანგრძლივობა 2022 წლის შემდეგაც შენარჩუნდება, ხოლო მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ გავლენები საერთოდ არ არსებობს.

რაც შეეხება გამოკითხულთა ემოციურ მდგომარეობას ომთან მიმართებაში, 30% აფიქსირებს, რომ განიცდის ბრაზს, ხოლო 26% შიშს გამოხატავს.

უნდა აღინიშნოს, რომ უკვე საკმაო ხანია ფასები გაზრდილია პურსა და ხორცზე და კიდევ უფრო მატება არ გამოირიცხება.

onalem

ტესტ