fbpx
რელიგიასაბერძნეთი

“ეს არის თამაში, ერდოღანის ხელში” – მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი აგია სოფიაზე

მთავარეპისკოპოსმა იერონიმოსმა აგია სოფიას მეჩეთად გადაკეთების სახითზე კომენტარი გააკეთა:

“მინდა ვთქვა, რომ ეს არის თამაში, ერდოღანის ხელში, იმისთვის, რომ მიაღწიოს საკუთარ მიზნებს. მიუხედავად ამისა, მე მწამს, რომ ცივილიზებული სამყარო დაგმობს ამ ყველაფერს,” ამბობს ის.

ირკვევა, რომ “მსოფლიოს ბერძნულმა დიასპორამ” წამოიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ხემოწერები, რომ შეიცვალოს თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც ცნობილია, საჭიროა მინიმუმ 100.000 ხელმოწერა.

ტაძარი წარმოადგენს ბიზანტიური „ოქროს საუკუნის“ სიმბოლოს. სწორედ იმ პერიოდში იყო ბიზანტია განვითარების უმაღლეს წერტილზე. ბიზანტიის იმპერიის ხანაში აია-სოფია საიმპერატორო სასახლის გვერდით იქნა აგებული კონსტანტინოპოლის ცენტრალურ ნაწილში. დღესდღეობით კი იგი სტამბოლის ისტორიულ რაიონს წარმოადგენს (სულთან აჰმეტის რაიონი). მის წინ მდებარეობს სულთან აჰმედის მეჩეთი (ცისფერი მეჩეთი).

მისი მშენებლობა ბიზანტიის დიდი იმპერატორის კონსტანრინეს სახელს უკავშირდება. ტაძარი შენდებოდა 324-337. მის ასაგებად შერჩეულ იქნა კონსტანტინოპოლის ცხენების ბაზრობის მოედანი. სოკრატე სქოლასტიკელის გადმოცემის მიხედვით აია-სოფია 360-380 წლებში არიანების ხელში იყო, 380 წელს კი ბიზანტიის იმპერატორის თეოდორიუს I-ის ბრძანებით ტაძარი გადაეცა მართლმადიდებლებს და 380 წლის 27 თებერვალს იგი თავად წარუძღვა გრიგოლ ღვთისმეტყველს ტაძარში (რომელიც სულ მალე კონსტანტინრპოლის არქიეპისკოპოსად იქნა არჩეული).

989 წელს აია-სოფია ძალიან დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა იქნა შეკეთებულ იქნა. 1204 წელს აია-სოფიაში იყო დაბრძანებული ტურინის სუდარა.

სახელი Αγία Σοφία (აია-სოფია) ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან – Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული – Ayasofya.

1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთებულ იქნა მუსულმანურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.

კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.

მიუხედავად უამრავი ისტორიული ეპიზოდებისა, აია-სოფიას ტაძარში ხელშეუხებლად არის შემორჩენილი წმინდა ხატები, რომლის ნაწილიც განადგურებულ იქნა თუმცა დიდი ნაწილი კვლავ თავისი პირვანდელი ბრწყინვალე სახით არის წარმოდგენილი

1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა.

ათასი წლის მანძილზე აია-სოფია ქრისტიანთა ყველაზე დიდ ტაძარს წარმოადგენდა მსოფლიოში, ახლა კი თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ის მეჩეთად უნდა იქცეს.

onalem

ტესტ