fbpx
საზოგადოება

“ამ სახლის ფანჯრიდან მთელ სამეზობლოში ვმღეროდი” – თამთა თბილისში თავის სახლს გვაჩვენებს, სადაც ბავშვობის წლები გაატარა

თამთა რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში, თბილისში იმყოფება, სადაც ყველა იმ ადგილს ეწვია, სადაც ბავშვობის წლები გაატარა. მომღერალი გამოირჩევა თავმდაბლობით და ყოველთვის საუბრობს საკუთარ ქვეყანასა და წარმოშობაზე, ხოლო ახლა, როცა საქართველოში იმყოფება, საკუთარ გამომწერებს იქაურობას დეტალურად აჩვენებს – გამომწერების დიდი ნაწილი კი, რა თქმა უნდა, ბერძენია.

“ამ ფანჯრიდან გამოვდიოდი და მთელ სამეზობლოში ვმღეროდი,” – ამბობს თამთა და გვაჩვენებს ოთახს, რომელიც სულ რაღაც 6 კვადრატული მეტრია.

თამთას ბევრჯერ აქვს აღნიშნული, რომ საქართველოში რთული წლები გამოიარა, სამოქალაქო ომის გამო მაშინ, როცა მხოლოდ 9 წლის იყო და ეს ყველაფერი 14 წლის ასაკამდე გრძელდებოდა.

იხილეთ ვიდეო, რომელშიც თავმოყრილია თამთას ბავშვობის მოგონებები:

@tamtaofficial Visiting my hometown #tbilisi with my mom 🩷 Taking you to my school and the house I grew up in! #georgia🇬🇪 #greektiktok #fypシ #fyp #traveltok ♬ Ola Allazoun – Tamta

onalem

ტესტ