fbpx
საზოგადოება

მძღოლი, რომელმაც 46 წლის ქალი საავადმყოფოში მიიყვანა, ჩვენებას ცვლის – ის გარდაცვლილს იცნობდა

48 წლის მძღოლი, რომელმაც დღეს დილის 06:00 საათზე 46 წლის ქალი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა, ჩვენებას ცვლის. თავდაპირველად, ის ამბობდა, რომ ქალს არ იცნობდა და მან სრულიად შემთხვევით გააღო მისი მანქანის კარი და ვინაიდან თავს ცუდად გრძნობდა, საავადმყოფოში წაყვანა სთხოვა. ახლა კი პოლიციას სრულიად სხვა ინფორმაციას აწვდის.

მისი თქმით, ქალს ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე შეხვდა და ცნობილ ბარში სასმლის მისართმევად წავიდნენ, იქიდან წამოსულები კი ლანჩისთვის გაჩერდნენ. მძღოლის ჩვენების მიხედვით, სწორედ ამ დროს ქალი შეუძლოდ გახდა და ღებინება დაეწყო. ხოლო როცა საავადმყოფოსკენ წავიდნენ, მან გონება გზაშივე დაკარგა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ლამიას საავადმყოფოში 46 წლის ქალის სიკვდილი დადასტურდა.

გარდაცვლილი ორი შვილის დედა იყო.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მისი სიკვდილი პათოლოგიურმა მიზეზებმა გამოიწვია და არა ძალადობრივმა ქმედებებმა, თუმცა, გამოძიება ზუსტი მიზეზის გასადგენად გვამის ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

onalem

ტესტ