fbpx
საბერძნეთი

მორიგი 48 საათიანი გაფიცვა ათენში მომდევნო კვირაში – ორი დღე დედაქალაქი ტაქსების გარეშე

ატიკის ტაქსის მძღოლების გაერთიანების გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირაში 48 საათიანი გაფიცვაა მოსალოდნელი. დედაქალაქი ორი დღის მანძილზე ტაქსების გარეშე იქნება.

ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მომდევნო კვირაში, 5 და 6 დეკემბერს, ტაქსის მძღოლები გაიფიცებიან და არ იმუშავებენ 48 საათის მანძილზე.

როგორც უკვე ცნობილია, ტაქსის მძღოლების გაფიცვა და აქცია გაიმართა რამდენიმე დღის წინაც, რადგან ისინი საგადასახადო კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. იგივე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ პროტესტს ახლაც.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ საგადასახადო ცვლილებების მიზანი არის ტაქსების სრული “გადაშენება” და მძღოლების ფინანსური განადგურება, ასევე, მათი ლიცენზიები უფრო მსხვილ კომპანიებს და ბიზნეს ჯგუფებს გადასცენ.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ყველა სხვა დანარჩენი საჯარო ტრანსპორტი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში

 

onalem

ტესტ