fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

კაფე ათენში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მუშაობენ

ეს არის ლამაზი და წყნარი კუთხე ათენში, კერძოდ, აბელოკიპზე, თუმცა, ამ ადგილის მთავარი განსაკუთრებულობა ის ხალხია, რომელიც იქ მუშაობს. კაფეში “Myrtillo” დასაქმებულები არიან სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანები, რომლებსაც საშუალება აქვთ საზოგადოებაში სწორი ინტეგრაცია მოახდინონ და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ.

ეს ადგილი პირველად 1959 წელს გამოიყენეს, როდესაც შეზღუდული შესაძებლობების მქონე ადამიანებისთვის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. როგორც მენეჯერი ამბობს, იქ მცხოვრები ხალხისთვის ეს არ არის კაფე, სადაც შშმ პირები მუშაობენ, არამედ ადგილი, სადაც ოჯახებით მოდიან, რათა ყავა და სხვა სასმელი მიირთვან.

აქ ხალხს სხვადასხვა სინდრომით დაავადებული ადამიანები სრულყოფილად ემსახურებიან და ყველა ერთად უთბილეს გარემოს ქმნის.

 

onalem

ტესტ