fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 20 წლის გოგომ საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ მშობიარობის დროს გაიგო

უპრეცენდენტო შემთხვევა გუშინ, კოზანში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 20 წლის გოგონა კოზანის საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილით გადაიყვანეს.

მას მშობიარობა დაეწყო და ტკივილის მიზეზი სწორედ ეს იყო. საოცარი კი ის არის, რომ მას ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ამის გაგების მომენტში ის წუთი წუთზე ბავშვს აჩენდა.

გოგონა რეალურად მესოლოგიდან არის, თუმცა კოზანში პარტნიორის მოსანახულებლად იყო ჩასული.

ექიმების თქმით, როცა უთხრეს, რომ მშობიარობდა, მას ძალიან გაუკვირდა. შემდეგ კი პატარა ჯანმრთელი გოგონა, გართულებების გარეშე დაიბადა.

 

onalem

ტესტ