fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან საბერძნეთში ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა – წვიმა და თოვლი მთიან რეგიონებში

დღეს გამთენიისას ათენის მოსახლეობისთვისაც შესამჩნევი იყო წვიმა და ძლიერი ქარი და როგორც ჩანს, კლიმატური ფენომენი აქტიური იქნება შაბათ-კვირის მანძილზე, მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლიც კი.

დღეს და ხვალ იწვიმებს იონიის ზღვის კუნძულებზე, დასავლეთ პელოპონისოში, თრაკიში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, გარდა ნალექისა, წვიმის სახით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მოვიდეს სეტყვაც.

აღნიშნულმა კლიმატურმა ფენომენმა საბერძნეთის ტერიტორიაზე იტალიიდან გადმოინაცვლა და ხვალიდან მოსალოდნელია ტემპერატურის საგრძნობლად კლება.

რაც შეეხება კონკრეტულად დედაქალაქს, ნავარაუდევია წვიმა დღის მეორე ნახევარში, ჰაერი გათბება 19 გრადუსამდე, ხოლო ხვალიდან დაიკლებს 12 გრადუსამდე, რაც შესამჩნევი კონტრასტია.

onalem

ტესტ