fbpx
საზოგადოება

მოვლენები ცუდად განვითარდა: საბერძნეთში სკოლების ნაწილი კვლავ იკეტება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში სკოლების ნაწილი კვლავ იხურება. ამის მიზეზი კი, ცხადია, კორონავირუსის შემთხვევებია.

კერძოდ, 25 სექტემბრის ჩათვლით დაკეტილი იქნება პელას ტერიტორიაზე მდებარე ყველა სკოლა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის განათლების სამინისტრომ მიიღო.

ასევე, სკოლები დაკეტილია მიტილინზე, არ მუშაობს ხანიის მეორე დაწყებითი სკოლა, კესარიანის მე-2 სკოლა, კალითეას დაწყებითი სკოლა, ილიასის მე-3 სკოლა.

ასევე, მუზაკის სკოლები და საბავშვო ბაღები დაკეტილი იქნება ხვალ და ზეგ, ვინაიდან ციკლონის გამო ამ რეგიონს განსაკუთრებული ზარალი მიადგა.

onalem

ტესტ