fbpx
საბერძნეთი

ათენელები დედაქალაქს ტოვებენ – გაზრდილი მოძრაობა პორტებში

დღეს, 9 ივლისს, პორტებში მოძრაობა განსაკუთრებით აქტიურია. ათენელები, რომლებსაც შვეულება ივლისში აქვთ აღებული, დედაქალაქს ტოვებენ და კუნძულებისკენ მიემართებიან.

მხოლოდ დღეისთვის დაგეგმილია 22 რეისი პირეას პორტიდან, 12 რაფინადან, ხოლო 7 ლავრიოდან. პორტების პერსონალი სრულ მობილიზებაშია, რათა მგზავრების დიდ ნაკადს გაუმკლავდეს და მათი გადაადგილება გაამარტივოს.

აღსანიშნავია, რომ ათენი გუშინაც დიდი რაოდენობით ადამიანებმა დატოვეს, პირეადან განხორციელდა 23 რეისი, 21,225 მგზავრით ბორტებზე, რაფინადან 16 რეისი შესრულდა, რომელზეც ჯამში 7.657 მგზავრი იმყოფებოდა, რაც შეეხება ლავრიოს, აღნიშნული პორტიდან კუნძულების მიმართულებით 3,765 ადამიანი გაემგზავრა.

 

onalem

ტესტ