fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

როდის უნდა გადავწიოთ საბერძნეთში საათები ერთი საათით უკან?!

კიდევ ერთხელ დგება დრო, როდესაც საათები უნდა გადავწიოთ და ტრადიციულად, ეს ოქტომბრის ბოლოს ხდება.

წელს, საათებს 27 ოქტომბერს, ანუ ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს, 1 საათით უკან გადავწევთ.

როგორც ევროპის პლენარულ სხდომაზე გადაწყდა, დროის შეცვლა 2021 წლიდან სავალდებულო აღარ იქნება.

საათების გადაწევის ინიციატივა პირველად 1970 წელს ელექტრო ენერგიის კრიზისის პერიოდში შემოიტანეს, ხოლო ევროპის ქვეყნებმა 1996 წლიდან დაიწყეს დროის შეცვლა, ოქტომბრისა და მარტის თვეებში.

დროის შეცვლის პირველი უპირატესობა ელექტრო ენერგიის დაზოგვაა, იგულისხმება დღის სინათლის გამოყენება.

7 თვის მანძილზე, რომელიც ზაფხულის პერიოდსაც მოიცავს, ჩვენ 210 საათს ვზოგავთ, ანუ არ მოვიხმართ ელექტრო ენერგიას, ვინაიდან დღის სინათლეზე ის არ გვესაჭიროება.

onalem

ტესტ