fbpx
საზოგადოება

ხალკიდიკი: წვეულებიდან სანაპიროზე გასული სამი ახალგაზრდა წყალმა წაიღო

ხალკიდიკიში დაბადების დღის წვეულება სამი ოჯახისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. როგორც ირკვევა, სამი ახალგაზრდა, წვეულების შემდეგ, სანაპიროზე გავიდა, წყალში შევიდნენ და ძლიერი ქარისა და ტალღების პირობებში უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

საუბარია 20-დან 25 წლამდე პირებზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაშინვე იპოვა სანაპირო დაცვამ და საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, დანარჩენი ორი ახალგაზრდის ძებნის ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობს.

ადგილზე არიან ჩასულები გაუჩინარებულთა მამა და ძმა და ცდილობენ, რომ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს ძებნის ოპერაციაში დაეხმარონ.

პოსიდის ტერიტორიაზე დინება საკმაოდ სწრაფია, ტალღები კი დიდი, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სავარაუდოდ, საკმაო დრო იქნება საჭირო მათი ადგილმდებარეობის დასადგენად.

 

onalem

ტესტ