fbpx
პოლიტიკა

ეგზიტ პოლების მიხედვით, “ახალი დემოკრატია” ცალსახა გამარჯვებულია – 21:00 საათზე მიცოტაკის გამოსვლა

ეგზიტ პოლების მიხედვით 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში კირიაკოს მიცოტაკის პარტია ცალსახა გამარჯვებულია.

წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ “ახალი დემოკრატია” საკმაოდ უსწრებს წინ “სირიზას” და მათ შორის განსხვავებამ 14%-საც შეიძლება მიაღწიოს. პირველ პარტიას აქვს 37,5%-დან 41,5%-მდე, ხოლო ოპოზიციური პარტია 23,5%-სა და 27,5%-ს შორის მერყეობს.

“ახალი დემოკრატიიდან” ამბობენ, რომ ელოდებიან საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას, თუმცა, რაც ამ დრომდე ჩანს, არის ის, რომ ისინი არიან ცალსახა გამარჯვებულები და ეს ფაქტი ნელ-ნელა კიდევ უფრო მტკიცდება.

რაც შეეხება “სირიზას”, ალექსის ციპრას პარტიის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ სჯობს დაველოდოთ საბოლოო შედეგების გასაჯაროვებას, რადგან აქვთ არჩევნებში გამოცდილება და იციან, რომ საბოლოო მაჩვენებლები შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს იმისგან, რასაც ახლა ვხედავთ.

ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ 21:00 საათზე საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი სიტყვით გამოვა.

onalem

ტესტ