fbpx
პოლიტიკა

ალექსის ციპრასა და პუტინის შეხვედრა კრემლში სამი წლის შემდეგ!

რუსეთის პრეზიდენტმა სამნახევარი წლის შემდეგ ალექსის ციპრას კრემლში უმასპინძლა. ვლადიმერ პუტინმა საბერძნეთის პრემიერი “კვლავ დიდი სიამოვნებით” მიიღო და თქვა, რომ უკვე 190 წელია, რაც ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს.

“ჩვენ გვექნება საშუალება ვისაუბროთ კომერციულ გაცვლებზე, საერთაშორისო საკითხებზე და იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ფართო რეგიონში,” აღნიშნა პუტინმა.

ციპრამ საპასუხოდ განაცხადა, რომ კრემლში ვიზიტი მისთვისაც დიდი სიამოვნებაა და ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.

“საბერძნეთი ბევრად უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია, თუმცა, საერთაშორისო განვითარება ჯერ კიდევ კრიტიკულ ფაზაშია. ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად რჩება, რათა შექმნას სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში.”

onalem

ტესტ