fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქალმა, რომელიც ყოფილი მამამთილის მკვლელობისთვის უნდა გაესამართლებინათ, პროცესამდე შამპუნი დალია

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი თესალონიკში დღეს დილით მოხდა. 55 წლის ქალმა, რომელიც სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო, გარკვეული სითხე დალია, რის შედეგადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ცნობებით, საუბარია შამპუნზე.

ΕΚΑΒ დაახლოებით 08:50 საათზე გამოიძახეს და პატიმარი იპოკრატიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

55 წლის ქალს ყოფილი მამამთილის მკვლელობა ედება ბრალად. მან მამაკაცს თავში ტაფა ჩაარტყა, შემდეგ კი, კიბეზე დააგორა, რათა მისი სიკვდილი ვარდნის შედეგად გამოწვეული ჰგონებოდათ.

მკვლელობა 2019 წლის ივნისში მოხდა. ქალი ცხოვრობდა ქმრის მიერ დატოვებულ ბინაში და ეს ფაქტი არ მოსწონდა მის მამამთილს, რის გამოც ხშირად მოსდიოდა ყოფილ რძალთან კონფლიქტი.

ამ დრომდე ზუსტი ცნობები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ არსებობს.

onalem

ტესტ