fbpx
საზოგადოება

კვიპროსი: 13 წლის ბიჭი, რომელმაც თავისი 9 წლის და მოკლა, ფსიქიატრიულში მოათავსეს

დაუჯერებელი ტრაგედია გუშინ, ლარნაკაში მოხდა. შემზარავი დანაშაულის შემდეგ, 13 წლის ბიჭი ნიქოზიის ფსიქიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული. მან დანით საკუთარი 9 წლის და მოკლა.

პოლიციის მიერ გუშინ ღამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიჭი ფსიქიატრებმა შეამოწმეს, რის შედეგადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

ამავე დროს, სამართალდამცავები ცდილობენ გამოიძიონ გარემოებები, რომელშიც მოზარდმა თავისი და იმსხვერპლა, კონკრეტულად, რამ უბიძგა მას ასეთი ქმედებებისკენ.

ოჯახს მეზობლები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ დედ-მამა მეგობრული და მშვიდი ადამიანები არიან.

გუშინ ღამით კი ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ბიჭი და მისი და სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

მკვლელობა ბიჭმა სამზარეულოს დანით ჩაიდინა.

 

onalem

ტესტ