fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პაკისტანელებს უსაბუთო ემიგრანტი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და 7.000 ევროს სთხოვდნენ გათავისუფლების სანაცვლოდ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში, კერძოდ, ტუმბას ტერიტორიაზე ხდებოდა. საქმე აღძრულია 4 პაკისტანელის წინააღმდეგ, რომელთაც თავიანთი თანამემამულე, 41 წლის პაკისტანელი მამაკაცი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი რაოდენობის თანხას სთხოვდნენ.

როგორც ირკვევა, 41 წლის მამაკაცს არ გააჩნდა ლეგალიზაციის დოკუმენტები, შესაბამისად, ემუქრებოდნენ, რომ მუდმივად გამოკეტილს ამყოფებდნენ, თუ 7.000 ევროს არ მისცემდა და თუ ზედმეტად რაიმეს მოიმოქმედებდა, მაშინვე პოლიციას გადაცემდნენ, ვინაიდან საბუთები არ ჰქონდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ბასრ საგანს იყენებდნენ და სხეულის დაზიანებით ემუქრებოდნენ, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ასრულებდნენ კიდეც.

ოთხივე პაკისტანელი, რომელსაც თანამემამულე მძევლად ჰყავდა აყვანილი დაკავებულია, მათი ასაკი 23-დან 37 წლამდეა, წაყნებეული ბრალდებები კი, მრავალგვარი: სხეულის დაზიანება, ადამიანის გატაცება, მუქარა, შანტაჟი და გამოძალვის მცდელობა.

ამ დროისთვის პოლიცია იმის დადგენას ცდილობს, ხომ არ იყო ეს პაკისტანელებისთვის ერთგვარი “ბიზნესი” და ჰყავთ თუ არა სხვა მსვხერპლიც, რომელთაც მათ წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანიათ.

onalem

ტესტ