fbpx
საზოგადოება

ერთი გირო 4,50 ევრო?! – ბერძნები ტრადიციული “სუვლაკის” ფასზე ღელავენ

როგორც ჩანს, ბერძნები უკვე საკმაოდ ღელავენ პროდუქტების ფასებზე, რომლებიც ომის ფონზე სულ უფრო და უფრო იმატებს. განსაკუთრებით, ეს ეხება ტრადიციული კერძის, “სუვლაკის” ფასს, რომელიც სულ მალე 4 ევროს მიაღწევს და შეიძლება გადააჭარბოს კიდეც.

როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე ობიექტში პიტაში გახვეული ღორის ხორცის ფასი უკვე 3,90 ევროა, ხოლო მომდევნო კვირაში ამ პროდუქტის ღირებულებამ 4,50 ევროსაც კი შეიძლება მიაღწიოს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ტვიტერის საშუალებით ბერძნები თან ხუმრობენ და თან “ტირიან”, რადგან კერძს, რომლის მირთმევაც ადრე 2,30-2,50 ევროდ იყო შესაძლებელი, ახლა ორმაგი საფასური ექნება.

ნახეთ სახალისო პოსტები:

 

onalem

ტესტ