fbpx
საზოგადოება

“სასოწარკვეთამ მაიძულა ბავშვი ნაგავში ჩამეგდო” – ამბობს 20 წლის ქართველი გოგონა პოლიციასთან

20 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც გუშინ კამალატაში საკუთარი შვილი ნაგავში გადააგდო, ამ დროისთვის მესინიას პოლიციის განყოფილებაშია მოთავსებული. მან პოლიციას ჩვენება მისცა და ამბობს, რომ ყველაფერი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფონზე გააკეთა.

“სასოწარკვეთილი ვიყავი და სწორედ ამან მაიძულა, რომ ბავშვი ნაგავში ჩამეგდო. არ მინდოდა ამის გაკეთება, ძალიან მიჭირდა, მაგრამ ფული არ მაქვს მის გასაზრდელად,” თქვა მან.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ის საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ არის ჩამოსული და სამსახურის მოძებნას ცდილობდა.

ის არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული და პროკურორის წინაშე დღეს წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ ახალშობილი ბიჭი სრულიად ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ