fbpx
საზოგადოება

საბერძნეთიდან მიმავალ მამაკაცს ბარგში ეგზოტიკური ხვლიკი შეუძვრა და დიდ ბრიტანეთში “გაემგზავრა”

მამაკაცი ყველაფერს მაშინ მიხვდა, როდესაც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. უელსელი ტურისტი დასასვენებლად კუნძულ კოსზე იმყოფებოდა და როგორც ჩანს, ბარგის ჩალაგებისას, ისე, რომ ცხადია, ვერც კი შენიშნა, ჩემოდანში საკმაოდ დიდი ზომის ხვლიკი ჩაუძვრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხვლიკმა ბარგის პატრონთან ერთად 2.000 მილი დაფარა და მზიანი და თბილი კოსიდან, შედარებით ცივ უელსში ჩაფრინდა.

როდესაც ტურისტმა ხვლიკი იპოვა, მაშინვე გამოიძახა შესაბამისი სამსახური.

ბალკანურ რეპტილიას კუდი მომძვრალი ჰქონდა, რადგან ამ სახეობებისთვის ეს ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტია, ზოგადად კი, კარგ მდგომარეობაში იყო.

ახლა ის სპეციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა, რომელიც ეგზოტიკურ ცხოველებსა და რეპტილიებს უვლის.

ბალკანური ხვლიკი საბერძნეთში საკმაოდ გავრცელებულია, რომელიც გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული მწვანე ფერით.

ტურისტის ბარგში შეპარულმა ხვლიკმა კი დიდ ბრიტანეთში საპატიო ადგილი დაიკავა ეგზოტიკურ რეპტილიათა სიაში.

onalem

ტესტ